spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თავდაცვის ძალების სამხედროები სტიქიის ზონაში სამუშაოებს აქტიურად განაგრძობენ

თავდაცვის ძალების სამხედროები სტიქიის ზონაში სამუშაოებს აქტიურად განაგრძობენ.

 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დამეწყრილ ტერიტორიაზე, სადაც გადაადგილება შეუძლებელი იყო ასაწყობი საფეხმავლო ხიდები დამონტაჟდა. აღნიშნული კონსტრუქციები სამხედრო მოსამსახურეებს და მაშველებს მეტი ფართობის შესწავლისა და გადაადგილების შესაძლებლობას აძლევს. 

 

სამხედროებთან ერთად სტიქიის ზონაში იმყოფებიან თავდაცვის მინისტრი და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები.

 

სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ჩართულია აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობების სამხედროები, საინჟინრო ქვედანაყოფები და ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა მძიმე ტექნიკითა და სპეციალური აღჭურვილობით, ასევე ეროვნული გვარდიის 102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის პირადი შემადგენლობა.

 

ადგილზე ჯარისკაცები შსს-ს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის მაშველებთან ერთად მუშაობას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები