spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საქართველოს ყველა ეკლესიაში დღეს შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილებისთვის პანაშვიდს გადაიხდიან

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილებისთვის საქართველოს ყველა ეკლესიაში დღეს პანაშვიდს გადაიხდიან.

 

“რაჭაში, შოვში, მეწყერის შედეგად გარდაცვლილთა სულის საოხად, დღეს, 7 აგვისტოს, გლოვის დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, საქართველოს ყველა ეკლესიაში გადახდილ იქნება პანაშვიდი”, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

 

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 18 ადამიანია დაღუპული.

 

დღეს საქართველოში გლოვის დღეა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები