spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე, სანაპიროზე სკვერის მოწყობა დასრულდა

ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე, სანაპიროზე სკვერის მოწყობა დასრულდა.  

 

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე მოეწყო საყრდენი კედელი, შიდა ბილიკები, განთავსდა საბავშვო ატრაქციონები, ფიტნეს-ტრენაჟორები, ფანჩატური, დეკორატიული საბაღე სკამები, სანაგვე ურნები, დამონტაჟდა დეკორატიული ლამპიონები და განხორციელდა გამწვანების სამუშაოები. 

 

პროექტი ორ ეტაპად განხორციელდა და მისი საერთო ღირებულება 846 155 ლარს შეადგენს.

 

განახლებული სკვერი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა და მერის მოადგილემ გიორგი ტაბატაძემ დაათვალიერეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები