spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“მდინარე ტებენაზე მეწყერი ჩამოწვა, შედეგად კი მთლიანად შეწყდა მდინარის გადინება, რამაც გამოიწვია წყლის ბუნებრივი დაგუბება”

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ მდინარე ტებენაზე მეწყერი ჩამოწვა. შედეგად კი მთლიანად შეწყდა მდინარის გადინება, რამაც გამოიწვია წყლის ბუნებრივი დაგუბება. ამან კი შესაძლოა, ძლიერი წვიმის დროს წყალდიდობა გამოიწვიოს.

 

“აღნიშნულიდან გამომდინარე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოხდა შესაბამისი უწყებებისა და მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულის ადმინისტრაციის დაუწყება, რათა მოხდეს დროული რეაგირება.

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ყველა ზომებს იღებს საფრთხის თავიდან ასაცილებლად.

 

საკითხის შესასწავლად და დროული რეაგირებისათვის 8 აგვისტოს ადგილზე იმყოფებოდა მერის წარმომადგენელი, რომელმაც დეტალურად შეისწავლა არსებული მდგომარეობა და დააუწყა თვითმმართველობა, რათა კოორდინირებულად მოხდეს საქმის შესწავლა და პრევენციული ზომების გატარება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში. 

 

<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fphoto.php%3Ffbid%3D670311308462006%26set%3Da.454923290000810%26type%3D3&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”947″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები