spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

დავით არახამია – მიხეილ სააკაშვილს გადავეცი ახალი ამბავი იმის შესახებ, რომ ჩვენ შევძელით მისი კიდევ ერთი იდეის განხორციელება

მიხეილ სააკაშვილს გადავეცი ახალი ამბავი იმის შესახებ, რომ ჩვენ შევძელით მისი კიდევ ერთი იდეის განხორციელება, – ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას მმართველი ფრაქცია “ხალხის მსახურის” ხელმძღვანელი დავით არახამია სოციალურ ქსელში წერს.

 

“გუშინ უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა ჩვენი კოლეგის იგორ მარჩუკის კანონპროექტს (№9030) და დაასრულა მცირე მეღვინეობის რეფორმა.

 

სააკაშვილს თავად მოჰყავს ყურძენი და გვარწმუნდებდა ჩვენც, რომ ეს არა მხოლოდ ღვინოს ეხება, არამედ ეკონომიკასა და ახალი მიწების ათვისებას. საოჯახო მეღვინეობა ძალიან პოპულარულია დასავლეთში. ის ინარჩუნებს რეგიონების სტილსა და ეკონომიკას. 

 

მსგავსი აქტივობების დასაწყებად ჩვენ გვაქვს შესაბამისი კლიმატური პირობები, მაგრამ არ გვქონდა ეკონომიკური სტიმული. აღნიშნული კი ჩვენ გამოვასწორეთ კანონპროექტში №9030: 

 

– გავეცით უფლებები უკრაინის მთელს ტერიტორიაზე ყურძნის გაზრდისთვის;

 

– მაქსიმალურად გავამარტივეთ ლიცენზიის მიღების პროცედურა – 10 დღეში, განაცხადის ტიპის მიხედვით;

 

– მცირე მეღვინეობა მიიღებს სახელმწიფო მხარდაჭერას;

 

– შესაძლებელი გახდა უკრაინაში სხვა ფერმერების მიერ მოყვანილი ყურძნის შესყიდვა და ღვინის სხვადასხვა ჭურჭელში ჩამოსხმა;

 

დასავლეთში უკრაინული ღვინის მიმართ ინტერესი იზრდება, ჩვენს მეღვინეებს კი  შეუძლიათ მსოფლიოს შეთავაზება გაუკეთონ. და უნდა გვახსოვდეს, რომ თითოეული გრივნა ეკონომიკაში – ეს არის შენატანი ჩვენი სახელმწიფოს თავდაცვაში”, – წერს არახამია.

 

<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fpermalink.php%3Fstory_fbid%3Dpfbid02KX4aqBeNMS4uDhnCA3QsafTpE35sq4dZpDSCGhem4QBVHLzv42WSRnDqk6RHWLqPl%26id%3D100092578830874&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”316″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები