spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა

შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

 

“დღეს აღმოჩენილია სამი ცხედარი და ერთი სხეულის ფრაგმენტი. გრძელდება და მიმდინარეობს შველა-ძიების სამუშაოები. 10 მდებარეობაზე ხორციელდება აღნიშნული ოპერაცია”, – განაცხადა ქარსელაძემ. 

 

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიის ზონაში ცხრა ადამიანს ეძებენ.

 

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები