საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები თბილისის საერთაშორისო თასის ფინალში მონტენეგროს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 82:79 გაიმარჯვა.
თბილისის საერთაშორისო თასი 2023-ის მეორე შეხვედრაში, რომელშიც მესამე ადგილის მფლობელის ვინაობა უნდა გარკვეულიყო, ირანი იორდანიას შეხვდა და 81:73 დაამარცხა.
მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 22 აგვისტოს ავსტრალიას შეხვდება.