spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გურამ მაჭარაშვილი – ირაკლი კობახიძე პირველივე დღეებიდან იქ იყო და მისი სახე ნახა ყველამ, მთელმა საზოგადოებამ

“ხალხის ძალის” წევრი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი და ოპოზიცია შოვის ტრაგედიით “სარგებლობს” და “ტყუილებს ავრცელებს”.

 

“როდესაც შენ თვითონ აკეთებ იმას, რომ, აი, ამ ტრაგედიით სარგებლობ და აი, 2-3 დღის წინ ვთქვი, რომ ვართ ჭირისუფლები და ამ დროს არასამთავრობო სექტორი ზოგიერთი და ზოგიერთი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი ამით სარგებლობს და ტყუილებს ავრცელებს, პირდაპირ დეზინფორმაციის ცეცხლს უხსნის საზოგადოებას, ორი დღის თავზე ედავება მერე ირაკლი კობახიძეს, რომ გადარჩენილებს რატომ ებრძვისო.

 

ეს არის სპეკულაციის შემადგენელი ნაწილი. ირაკლი კობახიძე პირველივე დღეებიდან იქ იყო და მისი სახე ნახა ყველამ, მთელმა საზოგადოებამ. ტყუილების და დეზინფორმაციების ცეცხლი რომ გაიხსნა, ბოდიში მოიხადა ვინმემ ამაზე? გუბდებოდა თურმე წყალი და არ შეატყობინეს არავის და ა.შ. იმ ადამიანებმა, პოლიტიკოსებმა, არასამთავრობო სექტორმა” – განაცხადა მაჭარაშვილმა. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები