დღეს, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლაში, 3 აგვისტოს შოვის სტიქიის შედეგად, გარდაცვლილი ფოლკლორული ანსამბლის “ბუბას” სოლისტი გენადი სულთანიშვილი და სოფელ გლოლის მკვიდრი სოფო ბაკურაძე დაკრძალეს.
სამოქალაქო პანაშვიდზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
მეწყერი შოვში 3 აგვისტოს ჩამოწვა.
ამ დროისათვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, ნაპოვნია 25 ადამიანის ცხედარი. ეძებენ 8 დაკარგულს.