spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

პაპუნა მარგველიძე – დაკარგული 33 მოქალაქიდან ამ დროისთვის 26 ცხედარია ნაპოვნი, 23 იდენტიფიცირებულია

საძიებო სამუშაოები გაგრძელდება, პერიმეტრიც გაზრდილია მდინარე რიონის ხეობაში და ასევე, მძიმე ტექნიკაც იმუშავებს იქამდე, ვიდრე არ იპოვიან ყველა დაკარგულ მოქალაქეს, – ამის შესახებ სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ განაცხადა.

 

“დაკარგული 33 მოქალაქიდან ამ დროისთვის 26 ცხედარია ნაპოვნი, გრძელდება შვიდი დაკარგული მოქალაქის საძიებო სამუშაოები. გარდაცვლილებიდან 23 იდენტიფიცირებულია. პრემიერ-მინისტრის მითითებით, სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მოქალაქეების პოვნის მცირედი თეორიული შანსი იქნება.

 

კურორტ შოვის ტერიტორიაზე დარჩენილია რამდენიმე ადგილი, რომლებიც უახლოეს დღეებში დამუშავდება. საძიებო სამუშაოები გაგრძელდება, პერიმეტრიც გაზრდილია მდინარე რიონის ხეობაში და ასევე, მძიმე ტექნიკაც იმუშავებს იქამდე, ვიდრე არ იპოვიან ყველა დაკარგულ მოქალაქეს“, – განაცხადა რაჭის გუბერნატორმა პაპუნა მარგველიძემ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები