spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კულება – არანაირი ვაჭრობა უკრაინის ტერიტორიებთან დაკავშირებით არ იქნება

უკრაინა არ დათმობს თავის ტერიტორიებს ნატოში გასაწევრიანებლად. ალიანსის გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს უკრაინის მიმართ მკაფიო პოზიცია აქვს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.

 

მან კომენტარი გააკეთა ნატოს გენერალური შტაბის უფროსის სტიან იენსენის განცხადებაზე, რომ უკრაინა შეიძლება გახდეს ალიანსის წევრი რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების სანაცვლოდ.

 

კულებამ აღნიშნა, რომ სტოლტენბერგი და იენსენი სხვადასხვა ხალხია, ნატოს გენერალური მდივნის პოზიცია კი უცვლელი რჩება.

 

“პრეზიდენტს არაერთხელ ჰქონდა კომუნიკაცია გენერალურ მდივანთან სტოლტენბერგთან, მე ვინარჩუნებ ძალიან მჭიდრო ურთიერთობას მასთან და გარწმუნებთ, რომ გენერალური მდივნის პოზიცია არის აბსოლუტურად მკაფიო და ზუსტად იგივე, რაც უკრაინას – არანაირი ვაჭრობა უკრაინის ტერიტორიებთან დაკავშირებით არ შეიძლება იყოს“, – განაცხადა მინისტრმა.

 

მისივე თქმით, უკრაინის ხელმძღვანელობა მუშაობს იმისთვის, რომ ქვეყანა რაც შეიძლება მალე გაწევრიანდეს ნატოში და არა განიხილოს შესაძლო ვარიანტები.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები