spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ქადაგიშვილი – ირაკლი კობახიძის ღირსეულმა ნაბიჯმა გვაჩვენა, რომ ის არის ლიდერი

ირაკლი კობახიძის ნაბიჯიც იყო, როგორც ერთი ადამიანის ღირსეული ნაბიჯი და როგორც პოლიტიკოსის, ნაბიჯი, რომელმაც გვაჩვენა, რომ ის არის ლიდერი, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

 

“ეს ტრაგედია არის ნამდვილად ტრაგედია და ხელისუფლებამ ეს სწორედ ასე აღიქვა. გამომდინარე აქედან, ხელისუფლებამ იმ მიმართულებით იმოქმედა, რომ სტიქიის შედეგები შეძლებისდაგვარად სწრაფად ყოფილიყო ლიკვიდირებული.

 

ამავდროულად, თუ ვინმეს რაიმე გარკვეული წყენა ან სულიერი ტკივილი მიადგა ამა თუ იმ უნებლიე განცხადების გამო, ხელისუფლების წარმომადგენელმა ამაზეც თქვა, რომ “ბოდიში”, რადგან ამას ხელისუფლება საკუთარი ხალხის ტრაგედიად აღიქვამს.

 

გამომდინარე აქედან, ირაკლი კობახიძის ნაბიჯიც იყო, როგორც ერთი ადამიანის ღირსეული ნაბიჯი და როგორც პოლიტიკოსის, ნაბიჯი, რომელმაც გვაჩვენა, რომ ის არის ლიდერი”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები