spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“დადასტურდა ჩემი და ზაზა მესხის უფროსი ბიჭის გარდაცვალება”

3 აგვისტოს კურორტ შოვში, სტიქიის დროს დაკარგული ზაზა მესხის უფროსი შვილის გარდაცვალება დადასტურდა.

 

ბიჭის დედა ცინტა დეპონი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბავშვის ცხედარი დნმ ანალიზის საფუძველზე ამოიცნეს.

 

“ნაპოვნია და დნმ-ანალიზით დადასტურდა ჩემი და ზაზა მესხის უფროსი ბიჭის გარდაცვალება. ტანსაცმლის, სიმაღლის და კბილების მიხედვით პოლიციასთან ერთად დავასკვენით, რომ ის უნდა იყოს ჩემი ორი დაკარგული ბიჭიდან ერთ-ერთი, უფროსი ბიჭი. მშვიდობით განისვენოს. და მინდა გავიმეორო ჩემთვის მნიშვნელოვანი თხოვნა: გთხოვთ, არ გააზიაროთ ბავშვების სახელები სოციალურ ქსელებში“, – წერს ის.

 

ზაზა მესხი ოჯახთან ერთად შოვში ისვენებდა. მასთან ერთად იმყოფებოდა მისი მეუღლე ალინა პოლიკოვსკა და სამი არასრულწლოვანი შვილი.

 

ალინა პოლიკოვსკას ცხედარი მაშველებმა 5 აგვისტოს იპოვეს. მაშველები კვლავაც ეძებენ ზაზა მესხს და ორ არასრულწლოვან შვილს.

 

ღვარცოფი რაჭაში, შოვში, 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დრომდე ნაპოვნია სტიქიის შედეგად დაღუპული 27 ცხედარი. დაკარგულია 6 ადამიანი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები