spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბოიჩენკო – მარიუპოლში რუსებმა ასზე მეტი ბავშვი მოკლეს

რუსმა სამხედროებმა მარიუპოლის ალყის დროს ასზე მეტი უკრაინელი ბავშვი მოკლეს. ადგილობრივმა პარტიზანებმა აღმოაჩინეს დამპყრობლების ქმედებების მტკიცებულებები, – ამის შესახებ მარიუპოლის მერიის განცხადებაშია აღნიშნული.

 

მასში ასევე აღნიშნულია, რომ ოკუპანტების მონაცემებით 101 ბავშვია მოკლული.

 

“ოკუპანტთა სიის მიხედვით 101 ბავშვია, საიდანაც 87-ის იდენტიფიცირებაა შესაძლებელი. მოპოვებულმა მონაცემებმა საშუალება მოგვცა გადაგვემოწმებინა მარიუპოლის ალყის დროს დაღუპული ბავშვების რაოდენობა. საშინელი მაჩვენებელია – 147 ბავშვი”, – განაცხადა მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ.

 

მისივე თქმით, დაღუპული ბავშვების რაოდენობა შესაძლოა, მეტი იყოს.

 

“სამართლიანობის მისაღწევად ჩვენ შევაგროვებთ ამ საშინელი ფაქტის დამადასტურებელ დოკუმენტებს და მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს, რათა ჩადენილი დანაშაულის მონაცემები შევიტანოთ წინასწარი გამოძიების ერთიან რეესტრში, რომ მათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს. თითოეული დამნაშავე უნდა დაისაჯოს“, – განაცხადა მარიუპოლის მერმა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები