spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება

შოვში მე-19 დღეა, სამძებრო სამუშაოები უწყვეტად გრძელდება. 

 

ამ დროის მონაცემებით, სტიქიის ადგილას ხუთ დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ.

 

ომის მერის მოადგილის ლევან შერაზადიშვილის თქმით, სამძებრო სამუშაოების არეალი კვლავ გაიზარდა.

 

“გუშინდელი დღის შემდეგ მდგომარეობა არ შეცვლილა. ამ დროისთვის ნაპოვნია 28 მიცვალებულის ცხედარი, მიმდინარეობს 5 დაკარგული მოქალაქის სამძებრო სამუშაოები. აქვე მინდა გითხრათ, რომ დღეს მოხდება 3 გარდაცვლილის ქუთაისის პროზექტურიდან გადმოსვენება სოფელ ლაგვანთაში.
ძებნის არეალი მიმდინარეობს 36 ლოკაციაზე. მოგეხსენებათ გაზრდილია პერიმეტრი – როგორც ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ისე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ძებნით სამუშაოები”, – განაცხადა ლევან შერაზადიშვილმა.

 

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები