spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიხეილ სარჯველაძე – სწორია, რომ კითხვა გაჩნდა და ამას სწორად გამოკვლევა სჭირდება

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე “რეგიონული განვითარების და ხელშეწყობის ცენტრის“ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც აუდიტის სამსახურს მიმართავს, დაიწყოს მოკვლევა პარტიების მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნის გზით უკანონო შემოწირულებების მიღებასთან დაკავშირებით.

 

მისი თქმით, კითხვები როცა ჩნდება, ამას შესაბამისი გამოკვლევა სჭირდება.

 

“არსებობს პრაქტიკა, როდესაც პოლიტიკური ორგანიზაციები იმავე სახელწოდებისა და იმავე პიროვნებებით დაკომპლექტებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ქმნიან. ჩვენი ქვეყნის მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, პოლიტიკაში უცხოური დაფინანსება არ უნდა მონაწილეობდეს. პარტიული ორგანიზაციების მეშვეობით უცხოური დაფინანსების გამოყენება პირდაპირ აკრძალულია ბევრი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს კანონმდებლობით. ამისთვის გვერდის ავლა როცა ხდება და იქმნება არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შეიძლება, უცხოეთიდან ფინანსდებოდეს არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსით, მაგრამ პოლიტიკის სამსახურში დგას, არ მგონია, რომ საკითხთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ უნდა გაჩნდეს. ეუთო/ოდირის დასკვნაშიც იყო გამახვილებული ყურადღება, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის პრაქტიკულად ზღვარი არამც თუ გაფერმკრთალებულია, არამედ საერთოდ წაშლილია.

 

კანონის მიხედვით, იკრძალება უცხო სახელმწიფოდან პოლიტიკის დაფინანსება. როდესაც ერთი და იგივე სუბიექტი გარკვეულ შემთხვევაში, ოპერირებს როგორც პოლიტიკოსი, ზოგიერთ შემთხვევაში, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია – ასეთ დროს პოლიტიკოსები რეალურად, დაფინანსებას იღებენ უცხო სახელმწიფოსგან.

 

რელევანტური სახელმწიფო დაწესებულება თუ შეისწავლის სამართლებრივ კვალიფიკაციას, შეფასებას მისცემს და საზოგადოება ინფორმირებული იქნება, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი იქნება. სწორია, რომ კითხვა გაჩნდა და ამას სწორად გამოკვლევა სჭირდება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები