საბერძნეთის ჩრდილოეთით, სადაც რამდენიმე დღეა, ტყის ხანძარს ებრძვიან, 18 დამწვარი ცხედარი იპოვეს.
“იმის გათვალისწინებით, რომ მიმდებარე ტერიტორიებიდან გაუჩინარების ან უგზო-უკვლოდ დაკარგულების შესახებ ინფორმაცია არ დაფიქსირებულა, არსებობს ვარაუდი, რომ ისინი შესაძლოა, ქვეყანაში არალეგალურად შემოსული ადამიანები იყვნენ“, – აცხადებენ სახანძრო ბრიგადაში.
რეგიონი, სადაც ცხედრებია ნაპოვნი, თურქეთიდან საბერძნეთისკენ მიმავალ მიგრანტებში პოპულარული მარშრუტია.
საბერძნეთში უკვე რამდენიმე დღეა, ტყის ხანძრებს ებრძვიან.