spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ზელენსკი – აშშ-ის მომავალი არჩევნები გავლენას მოახდენს უკრაინის მხარდაჭერაზე

საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც 2024 წელს გაიმართება, რა თქმა უნდა, გავლენას მოახდენს უკრაინის მხარდაჭერაზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

 

მან აღნიშნა, რომ უკრაინის ოფიციალური პირები მუდმივ კონტაქტში არიან ამერიკელებთან, მათ შორის სახელმწიფოს მეთაურების დონეზე, პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი ანდრი ერმაკი ამჟამად ესაუბრება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს ჯეიკ სალივანს, ასეთი მოლაპარაკებების თემებია: მშვიდობის ფორმულა, იარაღის მიწოდება, უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება.

 

მისი თქმით, არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებში მომავალ წელს გაიმართება და ამან შეიძლება მოახდინოს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი გავლენა.

 

“ეს, რა თქმა უნდა, აისახება უკრაინის მხარდაჭერაზე. რა თქმა უნდა, ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს როგორც დადებითად, ასევე უარყოფითად. ჩვენი მხრივ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აშშ-ის მხარდაჭერა არ შემცირდეს და მუდმივად ვითანამშრომლოთ შეერთებულ შტატებთან“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

აშშ-ში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 5 ნოემბერს არის დაგეგმილი. პრეზიდენტის პოსტზე მთავარი კანდიდატი დემოკრატებიდან ჯო ბაიდენია, რესპუბლიკელებიდან – დონალდ ტრამპი.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები