spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ზელენსკი – გავიმარჯვეთ იმით, რომ რუსებს ჩვენი ქვეყნის განადგურების უფლება არ მივეცით, მაგრამ ეს საბოლოო გამარჯვება არ არის

რუსეთის ფედერაციასთან სრულმასშტაბიანი ომის დროს უკრაინელებმა იმით გაიმარჯვეს, რომ არ მისცეს რუსებს მათი ქვეყნის განადგურების უფლება, მაგრამ ეს არ არის საბოლოო გამარჯვება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

 

“ჯერ ჩვენი ყველა ტერიტორიის დეოკუპაცია უნდა მოხდეს, შემდეგ კი მთელი ჩვენი ხალხი დავაბრუნოთ და ამას ბოლო მოეღოს.  ამიტომ გვინდა ნატოში გაწევრიანება. მაგრამ ნატოს შეცვლა ჩვენს მიწებზე არის არაკეთილსინდისიერი საუბარი, არაკეთილსინდისიერი დიალოგი და პროვოკაცია”, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა იმ პრობლემებზე, რასაც უკრაინელი ჯარისკაცები აწყდებიან სამხრეთით.

 

“რაც შეეხება ჩვენს სამხრეთ მიმართულებას, მოგეხსენებათ, იქ ყველაფერი ძალიან მჭიდროდ არის დანაღმული და ადვილი არ არის. ძალიან ხშირად ფეხით მიდიან, რათა ჯავშანტექნიკა არ დაკარგონ. ჩვენ რომ გვქონდეს რეზერვი, რა თქმა უნდა, შეგვეძლო გარისკვა, პირველ რიგში ხალხია და შემდეგ ტექნიკა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები