რუსეთის ქალაქ ტვერში “ვაგნერის” დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის კუთვნილი ბიზნეს-თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც, წინასწარი ინფორმაციით, ბორტზე მყოფი ყველა პირი დაიღუპა.
რუსული ტელეგრამარხები, საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურ სააგენტოზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის მგზავრების სიაში თავად ევგენი პრიგოჟინიც იყო.
რუსული მედია ასევე წერს, რომ ბორტზე შეიძლებოდა ყოფილიყო “ვაგნერის” მეთაური და პრიგოჟინის “მარჯვენა ხელი” დიმიტრი უტკინი.
საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, კერძო თვითმფრინავი Embraer Legacy-ის ბორტზე ათი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის სამი წევრი.
წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავი მოსკოვიდან სანკტ-პეტერბურგში მიფრინავდა.
ტელეგრამარხებზე წერენ, რომ თვითმფრინავი ჩამოაგდეს.
იმყოფებოდა თუ არა “ვაგნერის” დამფუძნებელი ბორტზე, ამ დროისთვის უცნობია.