უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ადასტურებს, რომ ღამით რუსულ ფსკოვში ოთხი სამხედრო ილ-76-ის განადგურება მოხდა. ამავე დროს, დაზიანდა კიდევ რამდენიმე ასეთი თვითმფრინავი, – ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა განაცხადა.
“ფსკოვის აეროდრომზე იყო აფეთქებები, რის შედეგადაც განადგურდა ოთხი ილ-76 და დაზიანდა კიდევ რამდენიმე”, – განაცხადა იუსოვმა.
მანვე აღნიშნა, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს ინფორმაციის დაზუსტება, მათ შორის მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის დანაკარგების შესახებ.
“მაგრამ, რადგან ღამე იყო, თუ რაიმე პერსონალის დანაკარგები იყო, უმნიშვნელო იქნება”, – აღნიშნა იუსოვმა.
არსებული ინფორმაციით, ეს დაზვერვის სამსახურის ოპერაცია იყო, თუმცა დაზვერვა ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს.
30 აგვისტოს ღამეს რუსეთში დრონების ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეტევა მოხდა. თავდასხმის ქვეშ აღმოჩნდა რუსეთის ექვსი სხვადასხვა რეგიონი, ყველაზე მეტად დაზარალდა ფსკოვი, სადაც დარტყმა განხორციელდა ილ-76 სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავებზე (ისინი ატარებენ სამხედროებს, აღჭურვილობას და საბრძოლო მასალას). თავდასხმის შემდეგ აეროდრომზე ხანძარი გაჩნდა.