რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები ვლადიმერ პუტინი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი მოლაპარაკებებს 4 სექტემბერს სოჭში გამართავენ, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.
“მოლაპარაკებები შედგება ორშაბათს, ის გაიმართება სოჭში. ეს იქნება შუა დღე”, – განაცხადა პესკოვმა
თურქეთის მმართველი პარტიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ომერ ჩელიკმა დაადასტურა, რომ თურქეთის ლიდერი სოჭს უახლოეს მომავალში ეწვევა.