ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა.
“ბათუმელების“ ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და ტრაილერი შეეჯახა.
გარდაცვლილები თურქეთის მოქალაქეები არიან (25-38 წლის მამაკაცები). დაშავებულია ასევე თურქეთის ერთი და საქართველოს ერთი მოქალაქე (ტრაილერის მძღოლი).
დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება.