გურჯაანში 35 წლის მამაკაცი მოკლეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, მას 85 წლის თანასოფლელმა ესროლა, რომელთანაც კონფლიქტი წლების განმავლობაში მიწის ნაკვეთის გამო ჰქონდა.
მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.