spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ანა წითლიძე – საარჩევნო წელი იწყება და “ქართული ოცნების“ პირობებში, მსგავსი ტიპის შემთხვევები გაათმაგებული იქნება

საარჩევნო წელი იწყება და მე დარწმუნებული ვარ, “ქართული ოცნების“ პირობებში, მსგავსი ტიპის შემთხვევები გაათმაგებული იქნება, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ანა წითლიძემ ჩოხატაურში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

 

“ქართული ოცნება” 11 წელია, ძალადობაზე დგას, ოპოზიციურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს და ყველას თავს ესხმის. „ნაციონალური მოძრაობა“ მისთვის მთავარი სამიზნეა.

 

“საარჩევნო წელი იწყება და მე დარწმუნებული ვარ, “ქართული ოცნების“ პირობებში, მსგავსი ტიპის შემთხვევები გაათმაგებული იქნება, რადგან გარდა ძალადობისა, “ქართულ ოცნებას“ არაფერი დარჩენია და მოლოდინი იმისი, შსს დააკავებს თუ არ დააკავებს თავდამსხმელებს და ეს ადამიანები რეალურად დაისჯებიან თუ არა ძალადობის გამო, ჩვენ არ გვაქვს.

 

გვახსოვს წინა შემთხვევები, როდესაც ვიღაცები ფორმალურად დაუკავებიათ, თუმცა შემდეგ გირაოთი გაუშვიათ და ეს მოძალადეები ისევ ქუჩაში ყოფილან”, – განაცხადა ანა წითლიძემ.

 

3 სექტემბერს ჩოხატაურში “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ორგანიზაციის წევრები ნოდარ დუმბაძის სკვერის გაყიდვას აპროტესტებდნენ და საინფორმაციო ფლაერებს არიგებდნენ.

 

პარტიაში აცხადებენ, რომ ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა და მასში მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის ახლო გარემოცვა მონაწილეობდა, თავად ჩიგოგიძე მომხდართან კავშირთან უარყოფს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები