spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თინა ბოკუჩავა – ეს არის ცირკი, რომელიც ქვეყნის ევროინტეგრაციის საბოტაჟსა და მნიშვნელოვანი თემების გადაფარვას ისახავს მიზნად

“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის თინა ბოკუჩავას განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” ივანიშვილის თამაშს მხარს არ დაუჭერს”.

 

“ადამიანებით ვაჭრობის საქმით მხოლოდ ბიძინა ივანიშვილია დაკავებული. მას არც ერთი ადამიანის ბედი არ აღელვებს – არც პრეზიდენტის და არც რიგითი მოქალაქის, ჩვენ ამას ყოველდღიურად ვხედავთ.

 

ეს არის ივანიშვილის მცდელობა, რომ ერთი მხრივ, მნიშვნელოვანი საკითხები გადაფაროს და მეორე მხრივ, ეს არის საქართველოს ევროინტეგრაციის საბოტაჟირება. ამ ორი ამოცანით ხელმძღვანელობს ივანიშვილი, როდესაც იწყებს ცირკს, რასაც იმპიჩმენტს ეძახის.

 

ეს არის ცირკი, რომელიც ქვეყნის ევროინტეგრაციის საბოტაჟსა და მნიშვნელოვანი თემების გადაფარვას ისახავს მიზნად. ბატონო ბიძინა, ჩვენ არ ტრიუკის ჩატარებაში არ დაგეხმარებით. სალომე ზურაბიშვილის მიმართ კრიტიკა იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ივანიშვილს მის ბინძურ თამაშებში შევყვებით“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები