“ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციამ გორის მუნიციპალიტეტში შეხვედრა გამართა.
ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელთან ნინო წილოსანთან ერთად, ორგანიზაციისა და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდნენ გამგეობის წევრები – ირმა ზავრადაშვილი, თამარ მურალოვა – გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელი და მაია ცოტნიაშვილი, რომელიც დევნილთა წარმომადგენელია.
ქალთა ორგანიზაცია თავისი სტრუქტურული ერთეულების გაძლიერებისა და გაფართოებისათვის, რეგიონებში სისტემატიურ შეხვედრებს ატარებს.