spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ანა წითლიძე – მაშინ, როცა მოქალაქეები გარბიან ქვეყნიდან, თქვენ გვიწყობთ სპექტაკლს, რასაც ჰქვია პრეზიდენტის იმპიჩმენტი

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ წევრი ანა წითლიძე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხს გამოეხმაურა.

 

“მაშინ როდესაც ქვეყანაში  ყველაფერი არის გაძვირებული, მაშინ როდესაც საქართველოს მოქალაქეები გარბიან ქვეყნიდან იმის გამო, რომ არჩინონ საკუთარი შვილები, თქვენ გვიწყობთ სპექტაკლს, რასაც ჰქვია საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტი.

 

ძალიან კარგად იცით, რომ ეს სპექტაკლი არაფრის მომტანი არ არის არც საქართველოს მოქალაქეებისთვის და არც აქ, პროცედურულად. ძალიან კარგად იცით, რომ ამ ყველაფერს აქვს მხოლოდ ერთი შედეგი და ამ შედეგს ჰქვია საქართველოს ევროპული არჩევანის ზიანი.  

 

თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ეს იქნება ბოლო წელი თქვენთვის, როდესაც თქვენ პასუხისმგებლობის აღება ამ ყველაფერზე არ მოგიწევთ“, – განაცხადა ანა წითლიძემ საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები