spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბლინკენი 6 სექტემბერს კიევში ჩავა

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინას ეწვევა. კიევში ვიზიტი 6 სექტემბერს გაიმართება, – ინფორმაციას უკრაინული მედია დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

 

ვიზიტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

 

ომის დაწყების შემდეგ აშშ უკრაინას აქტიურად ეხმარება – უზრუნველყოფს სამხედრო და ფინანსურ მხარდაჭერას და იცავს უკრაინის ინტერესებს საერთაშორისო პლატფორმებზე, როდესაც საქმე ეხება რუსეთის თავდასხმას.

 
წელიწად-ნახევარში აშშ-ის დახმარება 66,2 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, რაც ყველაზე დიდი მხარდაჭერაა, რომელი შეერთებულმა შტატებმა გაუწია მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას მარშალის გეგმის პერიოდის შემდეგ. აღნიშნულია, რომ ამ თანხიდან $43,1 მილიარდი მხოლოდ თავდაცვის ძალების სამხედრო დახმარებაზე დაიხარჯა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები