spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ხაბეიშვილი – ჩვენი მთავარი მოთხოვნა მდგომარეობს ირაკლი ღარიბაშვილის ციხეში გაშვებაში, ის უნდა იყოს დაკავებული

ეს კაცი, ირაკლი ღარიბაშვილი ნამდვილად არის დასაჭერი, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

 

“შოვში, რომ ადამიანები მიატოვეს და პასუხისმგებლობა არავინ აიღო, უკიდურესი გაჭირვება რომ აქვს კახელ მევენახეს, უმძიმესი რეალობაა დასავლეთ საქართველოში, მათ შორის თხილის ფასთან დაკავშირებით, გურიაში ტრაგედიაა და ადამიანები საცხოვრებელი სახლების გარეშე რჩებიან, გვყავს გარდაცვლილები, ამის პარალელურად, გუშინ “ტვ პირველმა” გაასაჯაროვა კონკრეტული დოკუმენტაცია, საიდანაც ირკვევა, რომ ეს ფრენები, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ და ღარიბაშვილის ვოიაჟი დაახლოებით 200 000 ლარამდე დაუჯდებოდა ბიუჯეტს.

 

ასევე ციხე-რესტორანში, სადაც მან მის მეუღლეს გადაუხადა დაბადების დღე, დაახლოებით 700 000 ლარი დაჯდებოდა. საუბარია ორ ღონისძიებაზე, მის დასვენებაზე, დაბადების დღეზე, რაშიც 900 000 ლარამდე დახარჯავდა ირაკლი ღარიბაშვილი, არ დაგვავიწყდეს მისი 300 ათას ლარიანი მაჯის საათი, ნახევარ მილიონად შეფასებული ორი ავტომობილი. უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში მუდმივად გვესმის, რომ ნუნუკა თამაზაშვილს ტყე აჩუქა, რომ დაბადების დღე აქვს, რომ ნუნუკას დასვენება სჭირდება, ნუნუკას დაქალები დასასაქმებლები არიან, ნუნუკას უკანა ეზოდ აქცია ღარიბაშვილმა ჩვენი ქვეყანა და არავინ ამაზე პასუხს არ აგებს, არც თავად ფიქრობს, რომ რაიმე სახის პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

 

ჩვენი მთავარი მოთხოვნა არ მდგომარეობს მხოლოდ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაში. მისი გადადგომის შემდეგ, წულუკიანს დანიშნავს ბიძინა ივანიშვილი თუ მაგალითად, ირაკლი კობახიძეს, ამით ქართველ ხალხს არაფერი გამოუსწორდება, თუმცა ეს კაცი, ირაკლი ღარიბაშვილი ნამდვილად არის დასაჭერი. ამიტომ, პროკურორი რომ ჰქვია, ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი თანაშემწე რომ გახლავთ, შოთაძეს ვგულისხმობ, უამრავი სისხლის სამართლის დანაშაული აქვს მას ჩადენილი ამ დრომდე და მინდა მას ვუთხრა, რომ თუ ახლა, ამ წუთებში კონკრეტულ ღონისძიებებს არ დაიწყებს ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ და მას ბორკილებს არ დაადებს, ისიც ისეთივე თანამონაწილეა ამ დანაშაულების, რაც ჩამოვთვალე, რაც ვნახეთ თუნდაც გუშინ, როგორც ირაკლი ღარიბაშვილი.

 

ამიტომ, ჩვენი მთავარი მოთხოვნა მდგომარეობს ირაკლი ღარიბაშვილის ციხეში გაშვებაში, ის უნდა იყოს დაკავებული.  არ უნდა დაგვავიწყდეს, ამ ხელისუფლებას ციხეში ცინიკურად ჰყავს მესამე პრეზიდენტი, რომელმაც ჰილარი კლინტონს რომ “რედ ბული” უყიდა, ვაცლავ ჰაველის საფლავზე გვირგვინი რომ მიიტანა და 2 პიჯაკი შეიძინა თურმე, რითაც ოფიციალურ ვიზიტებში დადიოდა. ამიტომ, ყველამ კარგად უნდა იცოდეს, ირაკლი ღარიბაშვილი არის დამნაშავე.

 

საქართველოს პარლამენტში უმრავლესობის წევრებს მოვუწოდებ, რომ “რუსული პარტიის” უმრავლესობა დატოვონ”, – აცხადებს ხაბეიშვილი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები