პარტია “გირჩის“ ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებით, პრემიერის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერენ.
“პრემიერის იმპიჩმენტს ჩვენი მხარდაჭერა არ ექნება. თუ დავფიქრდებით, ოპოზიციას ღარიბაშვილი ყველაზე მეტად გვაწყობს „ქოცების“ პრემიერად. გამარჯვება თუ გინდა და საერთოდ რამის გამკეთებელი ხარ, სხვანაირად როგორ უნდა დაგეხმაროს „ქართული ოცნება“. შენ კიდევ ითხოვ ხელისუფლების ყველაზე სუსტი და რეპუტაციაშერყეული პერსონა გადავაყენოთ და ამის ნაცვლად, ქოცებსვე ვთხოვოთ, უკეთესი პრემიერი მოგვიყვანონ. ამის რატომ გჯერა, რა გაძლევს ამის საფუძველს? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პრემიერმა ყველაფერში წააგო – პრეზიდენტთან წააგო, თვითმფრინავის საქმეზე წააგო, ბორელი რომ ჩამოვიდა, წააგო და წააგო. ამ დროს შენ გინდა, გამარჯვებით დაასრულებინო, რომ საბოლოო ჯამში, მისი იმპიჩმენტი ვერ შედგა.
“ლელოს“ თავის გამოჩენის სურვილი. როგორც მასწავლებელი კლასში იტყვის, აბა, ვინ არის მზად გაკვეთილისთვისო და რომც არ იყო მზად, ხელს რომ იწევ ყველაზე ენერგიულად და იძახი, მას, მას გამიყვანეო, ასეთი ეფექტი აქვს. თავის გამოჩენა მაშინ, როდესაც ეს თემა მაინცდამაინც თავის გამოსაჩენი არ არის“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.