spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომი და ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქი ატირაუ დაძმობილებული ქალაქები გახდნენ

ბორჯომი და ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქი ატირაუ  დაძმობილებული ქალაქები გახდნენ. 

 

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა და ქალაქ ატირაუს აკიმმა შაკირ კეიკინმა მოაწერეს ხელი.

 

ოფიციალურ შეხვედრას, რომელიც ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააქტო დარბაზში გაიმართა, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, მისი მოადგილე შოთა როსტიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი, მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე, კომპანია IDS ბორჯომი-საქართველოს პრეზიდენტი ლევან ბაღდავაძე და ქალაქ ატირაუს ოფიციალური დელეგაცია ესწრებოდა.

 

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სავაჭრო, ეკონომიკური, საგანმანათლებლო, სპორტული, კულტურული, სოციალური, ჯანდაცვის, საინვესტიციო თანამშრომლობისა  და ტურიზმის განვითარების აქტუალური საკითხები განიხილეს.

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის ოთარ არბოლიშვილის განცხადებით, ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების ძირითადი  მიზანი ტურიზმის განვითარებაა, რაც გულისხმობს მთელი წლის განმავლობაში, აღნიშნული ქალაქიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტში დამსვენებელთა კიდევ უფრო დიდი ნაკადის შემოსვლას, მათი ადგილობრივი სასტუმროებითა და სამკურნალო-გამაჯანსაღებელი პროცედურებით დაინტერესებას, რომლის უნიკალური თვისებების გარანტი სწორედ მინერალური წყალი „ბორჯომია“. სწორედ ამიტომ, ორივე ქვეყნის ტურისტული სააგენტოები ერთმანეთთან ინტენსიურად თანამშრომლობენ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები