spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საგარეო უწყება – დიდმა ბრიტანეთმა გააძლიერა საზღვრების კონტროლი, აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოღებულ იქნა ვიზის მიღების ვალდებულება

დიდ ბრიტანეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრებასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

 

“დიდ ბრიტანეთში გამკაცრებული მიგრაციული პოლიტიკის გათვალისწინებით, ქვეყანამ გააძლიერა საზღვრების კონტროლი. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 8 სექტემბრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის აეროპორტში ტრანზიტული გავლისას, შემოღებულ იქნა ვიზის მიღების ვალდებულება (DATV).

 

აღნიშნული კატეგორიის ვიზა საჭიროა მაშინ, როდესაც პირი მიემგზავრება მესამე ქვეყანაში, დიდ ბრიტანეთში იცვლის ფრენას და არ გადის სასაზღვრო შემოწმებას.

 

აღსანიშნავია, რომ გამკაცრებული საემიგრაციო პოლიტიკის გამო გაერთიანებულ სამეფოს სატრანზიტო ვიზის რეჟიმი შემოღებული აქვს 100 მეტ ქვეყანასთან, მათ შორის ისეთ ქვეყნებთან, როგორიც არის: მოლდოვა, უკრაინა, თურქეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, სამხრეთ აფრიკა, ჩინეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, მონტენეგრო, ბოსნია და სხვა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები