spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ჰერჩინსკი – დარჩენილია კიდევ რამდენიმე კვირა, იმედი გვაქვს, ყველა ძალა იქნება ამისკენ მობილიზებული

საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, 12 პრიორიტეტის შესრულების კუთხით პროგრესი მიღწეულია, თუმცა გარკვეული პუნქტები მხოლოდ ნაწილობრივაა შესრულებული.

 

“როგორც ყველას მოგეხსნებათ, ევროპულმა კომისიამ ივნისის ბოლოს განაცხადა, რომ თორმეტი პრიორიტეტიდან სამი სრულად შესრულდა. ივნისის შემდეგ რამდენიმე თვე გავიდა. ასე რომ, პროგრესი მიღწეულია, ერთი თვის შემდეგ კი გვეცოდინება მიღწეული შედეგის შესახებ. ჩვენ ველოდებით ანგარიშს.

 

ნათელია, რომ პროგრესი მიღწეულია ზოგიერთ პრიორიტეტში, ჩვენ გვაქვს 12 პრიორიტეტის გარკვეულ პუნქტში მხოლოდ ნაწილობრივი განხორციელება. დარჩენილია კიდევ რამდენიმე კვირა. ასე რომ, იმედი გვაქვს, ყველა ძალა იქნება ამისკენ მობილიზებული, იქნება ინტენსიური მუშაობა და მივაღწევთ იმდენად დიდ პროგრესს, რამდენადაც ეს შესაძლებელია ანგარიშის გამოქვეყნებამდე ერთ თვეში.

 

ყველა პრიორიტეტი ერთნაირად მნიშვნელოვანია, მაგრამ როგორც რამდენიმე დღის წინ ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არის დეოლიგარქიზაცია, ასევე მართლმსაჯულების რეფორმა და მედიაგარემოს მდგომარეობა“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები