spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ლევან ბეჟაშვილი – პოლიტსაბჭოზე მოხდება მსჯელობა, როგორ უნდა მიიღოს მონაწილეობა საპარლამენტო ფრაქციამ ამ საკითხის განხილვაში

პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას არ აქვს კონსტიტუციურ-სამართლებრივი საფუძველი და არც პოლიტიკური შინაარსს, „ქართული ოცნება“ ცდილობს ამ თემის გამოყენებას და საზოგადოების ყურადღების გადატანას სხვა არაარსებით საკითხებზე, როგორიც იმპიჩმენტია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არ მიიღებს მონაწილეობას ამ პროცესში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, განიხილება მათ შორის ფორმა, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საერთოდ დატოვოს დარბაზი იმპიჩმენტის საკითხის განხილვის დროს, ვინაიდან ფარული კენჭისყრა იქნება და მანიპულაციის და ინტერპრეტაციის საფუძველი რომ არ მიეცეს ამ საკითხს.

 

“დღეს “ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭო იკრიბება და ერთ-ერთი საკითხი არის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დროს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მონაწილეობა როგორ უნდა მიიღოს. დღეს პოლიტსაბჭოზე მოხდება მსჯელობა, როგორ უნდა მიიღოს მონაწილეობა საპარლამენტო ფრაქციამ ამ საკითხის განხილვაში და ეს საკითხი კიდევ ერთხელ დაზუსტდება. წინასწარი განწყობებით, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთი წევრი ამ პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

 

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭო ცენტრალურ ოფისში 14:00 საათზე გაიმართება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები