spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომის საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

დღეს ბორჯომის საჯარო სკოლებში 2023-2024 სასწავლო წელი დაიწყო.

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი, მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები გიორგი ფერაძე, ნიკოლოზ კიკნაძე და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი იზოლდა ლომიძე ახლად რეაბილიტირებულ თანამედროვე სტანდარტებზე მორგებულ N 4 საჯარო სკოლას ესტუმრნენ და სასწავლო პროცესის დაწყება მასწავლებლებს და მოსწავლეებს მიულოცეს.

 

“ძალიან მნიშვნელოვანი დღეა – დაიწყო ახალი სასწავლო წელი! მინდა მივულოცო ყველა მოსწავლეს და ჩვენს პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება. განსაკუთრებით ვულოცავ პირველკლასელებს, რომლებმაც დღეს პირველად შეაღეს სკოლის კარი. თქვენთვის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. მინდა თითოეულ თქვენგანს წარმატებები ვუსურვო. თქვენი სკოლის კედლებში მიღებული განათლება უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის”, – განაცხადა ოთარ არბოლიშვილმა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები