spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

იტალიაში მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოვარდა და მანქანებს დაეცა – დაიღუპა 5 წლის ბავშვი

იტალიის ქალაქ ტურინში, აფრენისას, იტალიის საჰაერო ძალების საბრძოლო თვითმფრინავი Aermacchi MB-339-PAN ჩამოვარდა და ავტომანქანებს დაეცა, 5 წლის გოგონა გარდაიცვალა.

 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავმა სიმაღლე დაკარგა, შემდეგ მიწაზე დაეცა და რამდენიმე მანქანას დაეჯახა.

 

როგორც მედია წერს, ერთ-ერთ ავტომობილში ოჯახი იმყოფებოდა. 5 წლის გოგონა ადგილზე გარდაიცვალა, უფროსმა 12 წლის ძმამ კი მძიმე დამწვრობა მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკაშია გადაყვანილი ბავშვების დედ-მამაც.

 

პილოტმა კატაპულტირება ბოლო მომენტში მოახერხა.

 

პილოტის თქმით, კატასტროფის შესაძლო მიზეზი თვითმფრინავის ძრავში ჩიტის მოხვედრა იყო, გამოძიება გრძელდება.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები