spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კახეთში ნადირობისას ახალგაზრდა მამაკაცს შემთხვევით ტყვია მოხვდა და დაიღუპა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში სანადიროდ მყოფი 33 წლის ახალგაზრდა თანასოფლელის თოფიდან გასროლით დაიღუპა.

 

ადგილობრივების ინფორმაციით, ისინი ფრინველებზე ნადირობდნენ, რა დროსაც ერთ-ერთს სანადირო თოფი შემთხვევით გაუვარდა და 33 წლის მამაკაცს თავის არეში მოხვდა, რის შემდეგაც ადგილზე დაიღუპა.

 

შსს-ს ინფორმაციით, მამაკაცი დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები