spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი ქადაგიშვილი – განგაში მართებს საზოგადოებას, რომ არ იყოს ახალგაზრდები გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის

ჩვენ უკვე ვნახეთ ახალგაზრდული პროტესტი და ნიღბის ქვეშ “ბოევიკები”, როგორ ახორციელებდნენ შეტევას საქართველოს პარლამენტზე. ეს დაუშვებელია დემოკრატიულ ქვეყანაში, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა “გირჩის“ მიერ ახალგაზრდებისთვის გამართულ ტრენინგებთან დაკავშირებით განაცხადა.

 

მისი თქმით, “საზოგადოებას განგაში მართებს, რომ ახალგაზრდები არ გამოიყენონ პოლიტიკური მიზნებისთვის”.

 

“ეს არის გაგრძელება იმისა, რომ ხდება ახალგაზრდების მოზიდვა იმისთვის, რომ ლამაზი სათაურის უკან რეალურად გარკვეული მოიერიშე ჯგუფები შეადგინონ, ე.წ. რევოლუციური სცენარების განსახორციელებლად, რათა ესენი დაიყენონ წინ, გაუშვან პოლიციის და პარლამენტის დასარბევად და თვითონ ამ ბავშვებს ამოეფარონ. განგაში მართებს საზოგადოებას, რომ არ  იყოს ახალგაზრდები გამოყენებული ამ პოლიტიკური მიზნებისთვის, ეს ეხება მათ მშობლებს და საზოგადოებას. 

 

ჩვენ უკვე ვნახეთ ახალგაზრდული პროტესტი და ნიღბის ქვეშ ბოევიკები, როგორ ახორციელებდნენ შეტევას საქართველოს პარლამენტზე. ეს დაუშვებელია დემოკრატიულ ქვეყანაში. თუ გადავხედავთ პრაქტიკას აშშ-ში, ნახავთ რომ ჩვენ ჰუმანური მიდგომები გვაქვს. კაპიტოლიუმის შტურმის დროს ათეული წლებით ჩასვეს ციხეებში, ჩვენ საკმაოდ ლოიალური მიდგომა გვაქვს. ნიღბავენ, თითქოს ლიბერალური სკოლად, სინამდვილეში  ვნახეთ კადრები, როგორ მიდიოდა ტრენინგები იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები