სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში გენო პეტრიაშვილი (125კგ) ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
სამგზის მსოფლიო ჩემპიონი ქართველი ფინალში ირანელ ამირ ჰასეინ ზარეს შეხვდა და 0:11 დამარცხდა.
ქართველმა მოჭიდავემ თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს პირველი ლიცენზია მოუტანა, მსოფლიოზე კი მე-8 მედალს დაეუფლა.
დღეს ფინალურ ბლოკში, კიდევ ერთმა ქართველმა შოთა ფარტენაძემ (61კგ) სადებიუტო მსოფლიო პირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მსოფლიოს ჩემპიონატზე პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებიც გათამაშდება. ექვს ოლიმპიურ წონით კატეგორიაში – 57, 65, 74, 86, 97 და 125 კგ-ში პარიზის ოლიმპიადის საგზურს ხუთ-ხუთი უძლიერესი მოჭიდავე მოიპოვებს.