spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ეროვნული ბანკი არჩილ მესტვირიშვილმაც დატოვა

საქართველოს ეროვნული ბანკი არჩილ მესტვირიშვილმაც დატოვა.

 

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, ვიცე-პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს,

 

“მეგობრებო და კოლეგებო, ტოვებ ეროვნულ ბანკში ჩემს თანამდებობას”, – წერს მესტვირიშვილი.

 

იქამდე ეროვნულ ბანკში თანამდებობა პაპუნა ლეჟავამაც დატოვა.

 

14 სექტემბერს აშშ-მა ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ რუსეთს უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოსახდენად იყენებდა.

 

18 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, სანქცირებულ ფარცხალაძეს მის საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა, თუმცა გადაწყვეტილება მეორე დღესვე შეცვალა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები