spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ეროვნული ბანკის საბჭო ნიკოლოზ გაგუამაც დატოვა

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო კიდევ ერთმა წევრმა დატოვა.

 

ნიკოლოზ გაგუას თქმით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება უკვე დაწერა.

 

ნიკოლოზ გაგუა ცენტრალურ ბანკში ვიცე-პრეზიდენტის პოსტსაც იკავებდა.

 

დღესვე საბჭო ვიცე-პრეზიდენტებმა – არჩილ მესტვირიშვილმა და პაპუნა ლეჟავამ დატოვეს.

 

მათ უფლებამოსილება 2 თვის შემდეგ შეუჩერდება.

 

ეროვნული ბანკიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო ბანკის პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი ბაქრაძემ.

 

14 სექტემბერს აშშ-მა ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ რუსეთს უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოსახდენად იყენებდა.

 

18 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, სანქცირებულ ფარცხალაძეს მის საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა, თუმცა გადაწყვეტილება მეორე დღესვე შეცვალა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები