spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ილია დარჩიაშვილი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ილია დარჩიაშვილმა და ჰაკან ფიდანმა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი საკითხები მიმოიხილეს.

 

“მინისტრებმა კმაყოფილება გამოთქვეს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და თურქეთის პრეზიდენტს შორის გამართული შეხვედრის გამო, რაც მათი შეფასებით ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრობისა და პარტნიორობის მორიგი გამოხატულება იყო.

 

მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს რეგიონში არსებულ ვითარებას. მინისტრებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი რეგიონის მდგრადი და სტაბილური განვითარებისთვის მშვიდობის უზრუნველყოფის აუცილებლობას და აღნიშნეს ამ პროცესში როგორც საქართველოს, ასევე თურქეთის განსაკუთრებული როლი.

 

მინისტრები შეთანხმდნენ აქტიურად იმუშაონ სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მიმართულების კიდევ უფრო განმტკიცების კუთხით, მათ შორის მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის საკითხზე.

 

ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქეთის ბრწყინვალე თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის გაეროს ფარგლებში”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები