spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ბორჯომში ტურისტული მნიშვნელობის გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ მოლითამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა.

 

პროექტის ფარგლებში გზის 2.2 კმ-იან მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტბეტონის საფარი და მიმდებარედ ბეტონის საყრდენი კედლები მოეწყო.

 

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია პირველად ხორციელდება. განახლებული გზა ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტების კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.

 

ტაბაწყურთან მისასვლელი, ახალქალაქი-ბორჯომის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია 2020 წელს დაიწყო და პირველ ეტაპზე სოფელ ბალანთისა და ჭიხარულის გზის რეაბილიტაცია განხორციელდა. საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი მომავალ წელსაც განხორციელდება და ჯამში, 12 კმ-მდე გზის მონაკვეთზე ასფალტბეტონის საფარი დაიგება.

 

“სოფელ ტაბაწყურს უდიდესი ტურისტული პოტენციალი გააჩნია, აქ არის ულამაზესი ტბა, რომელსაც ძალიან ბევრი ვიზიტორისთვის სტუმრობს, განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას“, – განაცხადა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა.

 

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მთის ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები