spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

იაგო ხვიჩია – მე არ მგონია, რომ თქვენ ამ ტრაგედიაში დამნაშავე ხართ, თქვენც ამ არასწორი მოწყობის მსხვერპლი ხართ, ბატონო მინისტრო

“მე არ მგონია, რომ თქვენ ამ ტრაგედიაში დამნაშავე ხართ და არც ის მგონია, რომ რამეს დააკლებდით ამ სიტუაციაში, რადგან ადამიანურად მესმის ვისზე როგორ იმოქმედებდა, ნებისმიერ ჩვენთაგანზე ასეთი ტიპის ტრაგედია“, – განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენისას. 

 

“თბილისში ერთი დიდი საგანგებო სამსახურის არსებობა და ყველაფერზე მისი პასუხისმგებლობის დაკისრება, ასევე ერთი დიდი შინაგან საქმეთა სამინისტროს არსებობა, რომელიც ყველაფერზეა პასუხისმგებელი დაწყებული დამნაშავის დაკავებიდან, სტიქიურ ზონებში ეფექტურად მოქმედებამდე გაგრძელებული, არასწორია. ეს მოწყობაა არასწორი და ჩემი აზრით, თქვენც ამ არასწორი მოწყობის მსხვერპლი ხართ, ბატონო მინისტრო“, – განაცხადა დეპუტატმა.

 

მისივე შეფასებით,  იმის გამო, რომ ყველაფერი თბილისშია თავმოყრილი, სინამდვილეში არ გვაქვს არც ერთი ისეთი ინსტრუმენტი, რომლითაც შევძლებდით ყველაფრის გარკვევას.

 

“მაგალითად ადგილობრივ თვითმმართველობაში ადეკვატური სამაშველო სამსახურის არსებობის შემთხვევაში, ჩემი კოლეგები ან საქართველოს მოსახლეობა პასუხს შინაგან საქმეთა მინისტრს ხომ არ მოსთხოვდა. არამედ მოსთხოვდნენ თვითონ ერთმანეთს, იქ ადგილზე და იქვე დაადგენდნენ ვინ მოიქცა კარგად და შესაძლებელი იყო თუ არა უფრო ეფექტურად მოქმედება“, – განაცხადა ხვიჩიამ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები