ხულოში უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
TV25.GE-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ბეტონის გადასამუშავებელ დანადგარში მოყვა და ადგილზე დაიღუპა.
შემთხვევა სოფელ ვაშლოვანში მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.