თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ირაკლი ეძგვერაძისა და კიდევ სამი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ ექვს პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.
დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ძალადობა ჩადენილი ჯგუფურად და ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების ორ წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.