რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშის დროს დაიღუპა 34 ოფიცერი, მათ შორის მათ შორის რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის მეთაური, ვიცე-ადმირალი ვიქტორ სოკოლოვი, – ინფორმაციას უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალები ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, დაიჭრა 105 ოკუპანტი, შტაბის შენობა კი აღდგენას აღარ ექვემდებარება.
რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის შტაბზე სარაკეტო დარტყმა 22 სექტემბერს განხორციელდა.