spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გერმანიისა და საფრანგეთის ელჩები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

საქართველოში საფრანგეთისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩები შერაზ გასრი და პეტერ ფიშერი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

 

“2023 წლის დეკემბერში ევროკავშირსა და საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა ექნებათ: საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ეს იქნებოდა შემდეგი ეტაპი საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ხანგრძლივ პარტნიორობასა და მეგობრობაში, რომლის მიზანიც არის საქართველოს ევროკავშირის წევრობა.

 

მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას საქართველოში, გაერთიანდნენ ამ მიზნის გარშემო და ერთად იმუშაონ მის მისაღწევად.

 

ამ თვალსაზრისით, მივესალმებით საქართველოდან ახლახან შემდგარ და მომავალ ვიზიტებს ევროკავშირის ქვეყნების დედაქალაქებსა და ევროსტრუქტურებში, ბრიუსელში, სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურების, მთავრობის სხვადასხვა წევრების შეხვედრებით, ისევე როგორც ფართო წარმომადგენლობებს შორის პარლამენტებიდან“, – აღნიშნულია განცხადებაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები