spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

სტოლტენბერგი – იარაღი უკრაინისთვის არის მშვიდობის გზა

იარაღი უკრაინისთვის არის მშვიდობის გზა. უკრაინელებს ომის საწარმოებლად საშუალებები სჭირდებათ, რადგან მრეწველობის გარეშე თავდაცვა არ არსებობს, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

 

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, მხოლოდ გამბედაობა ვერ შეაჩერებს დრონებს და გმირობა ვერ ჩაჭრის რაკეტებს.

 

“უკრაინას სჭირდება საშუალებები მაღალი ხარისხის, დიდი რაოდენობით და სწრაფად“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

 

რაც უფრო ძლიერი იქნება უკრაინა ბრძოლის ველზე, მით უფრო ძლიერი იქნება მისი პოზიცია მოლაპარაკებების მაგიდასთან.

 

“ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება პარადოქსად ჟღერდეს, იარაღი უკრაინისთვის მშვიდობის გზაა“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები